შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ პირებს თანამშრომლობას ისევ სთავაზობს.
როგორც შს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, ვინც შსს-ში საკუთარი ნებით მივა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს აღიარებს.
"შსს კვლავ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაკავშირებულია უცხოეთის სპეცსამსახურებთან და აღიარებს მის მის ჩადენილ დანაშაულს, ამ მიზნით დაუკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან", - განაცხადა ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშების დაკავების ოპერაცია, რომელზეც შსს 4 წელი მუშაობდა, სწორედ იმ პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, რომლებიც უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, თუმცა საკუთარი დანაშაული აღიარეს და საქართველოს შსს-სთან თანამშრომლობა დაიწყეს.