არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის ინფორმაციით,
42-ე ბატალიონის ალფა ასეულში წუხელ ღამით 15 ჯარისკაცი ცემეს.
როგორც კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, აღნიშნული ინფორმაცია მან სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებიდან მიიღო.
"გამომიგზავნეს შMშ-ები, სადაც საუბარია, რომ ნაცემია გორელი ჯარისკაცი, კაპრალი ჩოჩელი, რომელიც შვებულებიდან სამხედრო ნაწილში დაბრუნდა და იარაღი დაკარგული დახვდა. ამისთვის მოსთხოვეს პასუხი და სცემეს", - განუცხადა კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, ნაცემები არიან ასევე სერჟანტი კიკნაძე, რომელმაც შეურაცხყოფის გამო ვენები გადაიჭრა.
"ნაცემია ასევე, გვარად ნადირაძე, სულ 15 ჯარისკაცი", - ამტკიცებს კაკაბაძე.
"ჯი-ეიჩ-ენმა" აღნიშნულის თავდაცვის სამინისტროში გადამოწმება სცადა, თუმცა ახალაიას უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.