კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა, 38 წლის ქალი თონეში ჩავარდა.
დაზარალებულს III ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. გულთამზე გოგოლაძე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მას სხეულის 35 % აქვს დამწვარი. ქალი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. გულთამზე გოგოლაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში ცხოვრობს.
ის თონეში პურის ცხობისას ჩავარდა.