მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ადვოკატის აყვანის უფლება მისცეს. მათ ადგილობრივი იურისტი დაიცავს.
"სახალხო დამცველის მეშვეობით მივაგენით ადამიანს, რომელიც მზადაა დაკავებულ ქართველებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. მას მივამაგრებთ თარჯიმანსაც. ამ ადვოკატთან ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, როგორ შეგვიფასებს ვითარებას, წარმატების რა შანსები არსბეობს", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიურმა სასამართლომ უკვე განიხილა ბაბუცა გორდაძის საქმე, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილება მიიღო საბაჰის პროვინციის მოსამრთლემ.
დარეჯან კოხტაშვილის საქმეზე კი პირველი მოსმენა კი 8 ნოემბერს გაიმართება. სხდომა დღეს იყოს ჩანიშნული, თუმცა მალაიზიაში არჩევნები ტარდება, რის გამოც, პარასკევი შაბათი და კვირა დასვენების დღეებად გამოცხადდა.
მალაიზიელი სამართალდამცველები საქართველოს ორ მოქალაქეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, რაც მალაიზიაში სიკვდილით ისჯება.