მალაიზიის კანონმდებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებით ულმობელია. არსებული მონაცემების მიხედვით, სინგაპურსა და მალაიზიაში ნარკოტიკევიბის შენახვისთვის ყველას, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებს, სიკვდილით - ჩამოხრჩობით სჯიან.
ნარკოტიკების კონტრაბანდა მალაიზიაში 1975 წლიდან ისჯება სიკვდილით. ამ დროიდან სასჯელი აღსრულებულია 200 ადამიანის წინააღმდეგ.
დღეისათვის მსოფლიოში 130 ქვეყანაა, რომელმაც შეცვალა სიკვდილით დასჯა, 68 ქვეყანაში კი სასჯელის ეს უმაღლესი ზომა ჯერაც მოქმედებს. ორგანიზაცია "საერთაშორისო ამინისტიის" მონაცემებით, ყველაზე ხშირად სიკვდილით სჯიან ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, აშშ-ში, პაკისტანსა და ერაყში.
დიდ ბრიტანეთში სიკვდილით დაჯა 1969 წელს გაუქმდა, მაგრამ ბოლო სიკვდილმისჯილი იყო რუტ ელისი, ქალი, რომელმაც 1955 წელს ქმარი მოკლა. სიკვდილით დასჯა ბოლოს ბრიტანეთში 1964 წელს პიტერ ალენისა და ჯონ უოლიბის წინააღმდეგ გამოიყენეს.
საფრანგეთი ბოლო დასავლეთევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც 1981 წელს გააუქმა სიკვდილით დასჯა. თუმცა 1793 წლიდან მოყოლებული 1977 წლამდე საფრანგეთში გილიოტინით სჯიდნენ.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლონეთმა სიკვდილით დასჯაზე უარი 1990 წელს განაცხადა. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის პროცედურა ჩამოხრჩობით ხორციელდებოდა.
აშშ-ში სიკვდილით დღემდე სჯიან და იქ ამ უკიდურესი ზომისთვის 5 სახეობას იყენებენ - ჩამოხრჩობას, ელექტროსკამს, დახვრეტას, სასიკვდილო ინექციასა და გაზის კამერას. თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა შტატი, სადაც სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებს, მხოლოდ სასიკვდილო ინექციას იყენებს. აშშ-ის ისტორიაში 1967-იდან 1977 წლამდე სიკვდილით დასჯა, ფაქტობრივად, არ მოქმედებდა. აღნიშნული განაპირობა ჯორჯიის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე "ფურმანი ჯორჯიის წინააღმდეგ". სასამართლომ სიკვდილის დასჯა მიიჩნია წამებად და აღიარა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. თუმცა 1976 წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ელექტროსკამზე დასჯა შეესაბამება კონსტიტუციას და ამ პერიოდიდან გადაწყვეტილებები კვლავ სისრულეში მოჰყავთ. ამჟამად სიკვდილით დასჯა აშშ-ის 50 შტატიდან 38-ში მოქმედებს. სიკვდილის დასჯის ყველაზე მეტი გადაწყვეტილება გამოტანილია 1994 წელს - 328 შემთხვევა.
ისრაელის სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში, 1948 წლიდან ქვეყანაში სიკვდილით დასჯილია მხოლოდ ორი ადამიანი: ისრაელის არმიის კაპიტანი მეირ ტუვაინსკი (1948 წელი) და გესტაპოს ყოფილი თანამშრომელი ადოლფ ეიხმანი (1962 წელი).
ირანი და ავღანეთი რჩებიან იმ ქვეყნებად, სადაც სასიკვდილო განაჩენი ჩვეულებრივ პროცედურადაა მიჩნეული. მაგალითისთვის, 1996 წელს ავღანეთში სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ნაჯიბულარი საჯაროდ ჩამოახრჩვეს ავტოამწეზე.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ბელორუსი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ გამოიყენება სიკვდილით დასჯა (დახვრეტა). ჩინეთში კი სიკვდილით დასჯას, სხვადასხვა დანაშაულთან ერთად, იყენებენ მექრთამეების, დისიდენტებისა და ასევე ბორდელების მფლობელების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში სიკვდილით დასჯის ღონისძიებები ახალი წლის დადგომამდე ხორციელდება.