5 ივნისი, 10:00 საათი, კრწანისის ტყე-პარკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას გახსნის.
ასევე, 5 ივნისს, 14:00 საათზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კონკურსს „სუფთა რეგიონი-2021" გამოაცხადებენ.
კონკურსი „სუფთა რეგიონი" ყოველ წელს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ცხადდება.