გაუმჯობესებული ეკონომიკური განწყობების ფონზე, ლარმა რეგიონის ვალუტებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაისში 5.7%-ით გამყარდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
"გალტ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, რეგიონის სხვა ვალუტებს შორის მაისში ასევე 2.2%- ით გამყარდა რუსული რუბლი.
თურქული ლირა მაისში ახალ მინიმუმამდე დაეცა და მაისში გაუფასურებამ 2.9% შეადგინა. ვალუტის გაუფასურება ერდოღანის არაერთგვაროვან ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება, ცნობისთვის, 2021 წლის მარტის შემდეგ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის 3 მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.
2021 წლის მაისის დასაწყისში სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 50სპ-ით გაზარდა 6%-მდე, საგარეო ბაზრებზე ფასების (ძირითადად სურსათის) ზრდის გამო. 2021 წლის აპრილში სომხური დრამი ძირითადად უცვლელი იყო.