მსოფლიო ეკონომიკებში გაზრდილი ინფლაციური წნეხი ძირითადად გაზრდილ ნავთობის ფასებს უკავშირდება. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ფასების ზრდა მაისშიც გაგრძელდა.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 4.0%-ით გაიზარდა და 1-ლი ივნისისთვის ბარელზე $70.25 შეადგინა, რაც პანდემიის პერიოდის მაქსიმუმია, WTI-ის ტიპის ნავთობის ფასმა კი $67.7-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ OPEC+-ის შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად წარმოების ზრდა ნელი ტემპებით მოხდება, ვინაიდან პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები კვლავ ნარჩუნდება.