საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 804-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში Covid-19 1 233 პირს დაუდასტურდა, 1 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა.