ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბლის მიმდებარედ.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საწვავმზიდს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. როგორც იუწყებიან, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.