საპატრიარქოს საზოგაოდოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს. შესაბამისი ბრძანება კათოლიკოს-პატრიარქმა გამოსცა.
"2021 წლის 28 მაისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის N20 ბრძანების თანახმად:
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა", - ნათქვამია ბრძანებაში.