შინაგან საქმეთა სამინისტრო გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს კანონის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობენ.