დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამს ფარავს ყველა არსებული ვაქცინა, მათ შორის, ჩინური ვაქცინა სინოფარმიც.
"ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი ფარავენ და მოიცავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ მსოფლიოში. მათ შორის სინოფარმიც, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები დღეს, 27 მაისს დადასტურდა.