26 მაისთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს უდიდესმა საძიებო სისტემამ Google-მა საქართველოს მომხმარებლებისთვის ვებგვერდის დიზაინი შეცვალა.
საძიებო სისტემის საწყის გვერდზე შესვლისას Google-ის მომხმარებელს საქართველოს დროშა დახვდებათ.