გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს.
➡ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების დვირისა და ლიბანის მიმდებარედ, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამინაურთან, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი წიწვოვანი (ნაძვი) და 1 ძირი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე.
❗მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.