გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმიანება.
"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით". - გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას.
"ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით
ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა @₾ე".- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ 24 მაისის 12 საათამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
მათი მოთხოვნებია:
კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ.
გაწყდეს ყველა ხელშკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხავნჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახავნჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის.