ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე.