საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილს იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო რეფორმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. ასევე, განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფორმები ბავშვთა უფლებების დაცვის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.