თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეთში 17 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
არასრულწლოვანი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.