Sinopharm-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20 მაისს იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:
www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796