ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების შესახებ.
„როგორც ჩვენი მონაცემებით, ისე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს. გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. მეორე, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, მით უმეტეს მაისში, როცა უკვე სერიოზულად დათბა. ამიტომ, აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. ჯერჯერობით სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ვიდრე ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია გათვალისწინება მოსახლეობის განწყობის. “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.