თუმც, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნატო ჩხეიძე ნიკა მელიას მიმართავს.
ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთადერთია ოპოზიციონერებიდან, ვისაც ციხეში ნიკა მელია არ მოუნახულებია.
"მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია.
პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის წინ და დავწერე ფბ-ზე, იმისთანა გნიასი ატყდა, ბოტებ-ტროლების და მათ აყოლილი პირების მიერ, რომ ახლა ცხადში რომ ვნახო, წარმომიდგენია, რა ამბავი მოყვება.
ასე, რომ - არ ვნახავ.
თუმც, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს", - წერს ნატო ჩხეიძე „ფეისბუქში“.