ამირეჯიბის ქუჩაზე თვითმკვლელობა მოხდა. 47 წლის გელა თედიაშვილმა ნაქირავებ ბინაში თავი ჩამოიხრჩო.
თედიაშვილი ამირეჯიბის 58 ნომერში საცხოვრებლად საგარეჯოდან ორი თვის წინ გადმოვიდა. თავის ჩამოხრჩობამდე გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც მეუღლესა და შვილებს ბოდიშს უხდის და წერს, რომ თავი ვალების გამო მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის კრიმინალურმა სამსახურმა მოკვლევა უკვე დაასრულა.