აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. ინფორმაციას Washington Post- ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ბაიდენი "ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს უახლოეს თვეებში, 11 სექტემბრისთვის გაიყვანს", წყაროს თანახმად, პრეზიდენტი ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ აგრძელებს ავღანეთში სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობას და ჰუმანიტარული მიმართულებით, უსაფართხოების სფეროში დახმარებას უწევს ავღანეთის მთავრობასა და უსაფრთხოების ძალებს.