სამოქალაქო აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
ინფორმაციას მაისაშვილის ადვოკატი ადასტურებს. იუწყება "ტვ პირველი".
განაჩენი საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა - ბრალდებულებს 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ.
სპეცრაზმელები ზვიად მაისაშვილს 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს თავს დაესხნენ. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე სამართალდამცველი,
დღეს გახდა ცნობილი ისიც, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.