გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 177 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგის პირველი ათეულის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
2. ელონ მასკი - კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, 155 მლრდ დოლარი

3. ბერნარ არნო - Louis Vuitton Moët Hennessy- ს კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი, 150 მლრდ დოლარი

4. ბილ გეიტსი - Microsoft-ის დამფუძნებელი, 124 მლრდ დოლარი

5. მარკ ზაკერბერგი - Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 97 მლრდ დოლარი

6. უორენ ბაფეტი - ინვესტორი, 96 მლრდ დოლარი

7. ლარი ელისონი - Oracle-ს დამფუძნებელი, 93 მლრდ დოლარი

8. ლარი პეიჯი - Google-ის თანადამფუძნებელი, 91.5 მლრდ დოლარი

9. სერგეი ბრინი - Google-ის თანადამფუძნებელი, 91.5 მლრდ დოლარი

10. მუკეშ ამბანი - ინდოელი ბიზნესმენი, 84.5 მლრდ დოლარი

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის წლევანდელ რეიტინგი 589-ე ადგილზე გავიდა. გავლენიანი გამოცემა მის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებს. 2020 წელს ბიძინა ივანიშვილი რეიტიგნში 349-ე ადგილს იკავებდა.