5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4173 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4343 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.70 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0136 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4201 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7371 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 აპრილიდან შევა ძალაში.