წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ რიონში მოკლულები ძმები არიან და ისინი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.