სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ.
ბოლოს, ადგილზე ვითარება დაიძაბა, რის შემდეგაც პოლიციამ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ათამდე პირი გაიყვანა.