"ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ თბილისში პოზნერი ჩამოდიოდა. რა გააკეთეს შემდეგ? მიუსიეს ხოშტარია, სამადაშვილი და კანდელაკი, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მთელ ამ პროვოკაციებში თანაბრად მონაწილეობს "ქარული ოცნება".
"ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ როგორ არის აღშფოთებული „ქართული ოცნება“ პოზნერთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო. ვაჟა-ფშაველა და სტუმარმასპინძელი გაახსენდათ. მთელ ამ პროვოკაციებში თანაბრად მონაწილეობს „ქარული ოცნება“. ასევე „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვის და განხორციელებისას. ერთობლივად აკეთებენ ამას „ქართული ოცნება“ და სააკაშვილ-ბოკერიების ჯგუფები. „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ თბილისში პოზნერის თვითმფრინავი ჩამოდიოდა. სტუმრობის ვიზიტის და ვადების შესახებ ინფორმირებული იყო. რა გააკეთეს შემდეგ? ისევ მიუსიეს ხოშტარია, სამადაშვილი და კანდელაკი. ამ ყველაფერს შეთანხმებულად აკეთებთ ამერიკელებს რომ ასიამოვნოთ. აი, თურმე როგორ აგდებენ აქედან ხან გავრილოვს, ხან პოზნერს და ხან კიდევ ვის. ეს ჩვენს ერს სახეს უკარგავს და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ოკუპაციის შესახებ კანონი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება, პოზნერს დარღვეული არ აქვს. მისი განცხადებების ნაწილი ერთია და მე ამას არ ვიზიარებ, მაგრამ არ ვიზიარებ ასევე ლიეტუველი დეპუტატის განცხადებებს, რაც ანალოგიურია", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.