იაპონიაში საკურა ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წელს ყველაზე ადრე აყვავდა.
ტრადიციულად, ულამაზესი იაპონური ალუბლის ყვავილობა აპრილში იწყება ხოლმე, მაგრამ წელს სეზონის პიკი 26 მარტს დაფიქსირდა. საკურას პირველმა ყვავილებმა იაპონიის უწინდელ დედაქალაქ კიოტოში იხარეს.
იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ უჩვეულო მოვლენა, რაც საკურას ნაადრევ ყვავილობა უკავშირდება, კლიმატის ცვლილების შედეგად არის გამოწვეული.
იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი-ორი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.
საკურას ყვავილობის სეზონი იაპონიისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. 2019 წელს საკურას ყვავილობამ 9 მილიარდი დოლარი მოუტანა იაპონიის ტურიზმის სექტორს.
ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები გადაღებულია ტოკიოში, საიმპერატორო სასახლის ბაღში, მდინარე მეგუროს გასწვრივ და ტოკიოს ინოკაშირას პარკში.