11 თებერვალს იაპონიაში სახელმწიფოს დაარსების დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ "ამომავალი მზის ქვეყნის" ყველაზე იდუმალი და შთამბეჭდავი ადგილების ფოტოებს.
1. ტორიის კარიბჭე
ტორიის კარიბჭეებს იაპონიაში ბევრგან წააწყდებით. ასეთი ფორმა მათ უმიზეზოდა რა აქვთ. ლეგენდის მიხდვით, როდესაც ძმაზე განაწყენებული მზის ქალღმერთი გამოქვაბულში იმალებოდა, სამყარო წყვდიადმა მოიცვა. შეშინებულ ადამიანებს ერთმა ბრძენმა ურჩია კარიბჭის აგება, რომლზეც მამალს დასვამდნენ.
ფრინველების ხმამაღალმა ყივილმა ქალღმერთი დააინტერესა, მან გამოქვაბულის კარი გააღო და სამყარო სინათლით გაანათა. მას შემდეგ ტორიის ჭიშკრები წარმატებისა და აღმავლობის სიმბოლო გახდა.
2. ფუშიმი ინარი-ტაიშა კიოტოში
ინარის სულისთვის მიძღვნილი შინტოს აკლდამა. ინარის სულს მიიჩნევენ მარცვლეულის, განსაკუთრებით ბრინჯის მფარველად, და შესაბამისაც ის ისტორიულად სიმდიდრესთან ასოცირდებოდა.
აკლდამა განსაკუთრებით ცნობილია მის მაღლობზე მისასვლელთან ათასობით ნარინჯისფერი ტორიის კარიბჭეებით.
ეს მიდამო ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება კიოტოში და იაპონიის ერთ-ერთი სიმბოლოა. კინოფილმის "გეიშას მემუარები" ერთ-ერთი ფრაგმენტი ამ აკლდამაშია გადაღებული.
3. იმპერატორის სასახლე
იაპონიის იმპერატორები ამ სასახლეში მე-14 საუკუნის დასაწყისში დაფუძნდნენ და 5 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. უამრავი ხანძრის გამო იაპონელებს რეზიდენციის რეკონსტრუქცია ხშირად უწევდათ. როგორც ჩანს, იმპერატორებს ძალიან მოსწონდათ ეს ტერიტორია, სადაც დღეს დიდი ტბა და საკურას პარკი მდებარეობს.
4. დაიგოძის ტაძარი კიოტოში
ეს დაიგოძის ბუდისტური მონასტრის კომპლექსია. ყველა ნაგებობა მდებარეობს "წელიწადის ოთხი დროს" ბაღის ტერიტორიაზე. დღეს ეს საოცარი ადგილი გამოიყენება ოჰანამის დღესასწაულისთვის, რაც "საკურას ყვავილებით ტკბობას" ნიშნავს.
5. საკურას ყვავილობა კორაკუენის პარკში
გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.
საკურა ყვავილობას მარტის ბოლოს იწყებს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყვავის.
6. სიბუას რაიონი
ეს ტოკიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია. აქ განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ღამის კლუბები, გასართობი ადგილები. მაგრამ სიბუა ცნობილია კიდევ სხვა ისტორიით. სწორედ აქ ამავეს სახელობის მეტროსადგურზე ელოდებოდა თავის პატრონს ერთგული ძაღლი ჰაჩიკო.
7. კაბუკის თეატრი ტოკიოში
ეს ახალი შენობაა. წინა შენობები ხანძრებმა და მიწისძვრებმა გაანადგურეს. მაგრამ იაპონელება აღადგინეს პირველადი ვარიანტი.
8. ბუდისტური ტაძარი ასაკუსა კანონი ტოკიოში
იაპონური ლეგენდის მიხედვით, ერთხელ ორმა მეთევზე ძმამ თევზსაჭერ ნადეში კანონის ქანდაკება იპოვეს. მოგვიანებით, მიწათმოქმეთთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბუდიზმს ქადაგებდნენ, ძმებმა გადაწყვიტეს ამ რელიგიას ზიარებოდნენ და პატარა ტაძარი აეგოთ, სადაც საპატიო ადგილიო დაიკავა ამ ქანდაკებამ.
დღევანდელი ასაკუსა კანონი აგებულია ამ სამი კაცის პატივისცემის ნიშნად, რომლებიც ღვთაებებთან არიან გათანაბრებულნი.
9. ტოდაი-ძის ტაძარი
ტოდაი-ძი მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის შენობაა. აქ მდებარეობს ნუდას უზარმაზრი ქანდაკება. მისი სიმაღლე 15 მეტრს შეადგენს. ტაძარი 1998 წლიდან დაცულია როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
ტაძარი იაპონიის ქალაქ ნარაში მდებარეობს.
10. კიიომიძუს ტაძარი კიოტოში
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ტაძარი სიოგუნ (მხედართმთავრი) საკანოუემ ირმის მკვლელობის გამო მოსანანიებლად ააგო. მეორე ლეგენდით კი იავე სიოგუნმა კიიომიძუ ღმერთის შესაწირად ააშენა, რათა მისი მძიმე სენით დაავადებული ცოლი განკურნებულიყო.
11. ხიმეძის ციხესიმაგრე
მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ლაბირინთს, უამრავი ჩიხითა და ქუჩით. ჩანაფიქრის მიხედვით, კოშკებისა და ხეების ასეთ განლაგებას ხელი უნდა შეეშალა თავდამსხმელებისთვის. მდებარეობს ქალაქ ხიმეძში.
12. ქუჩა კიოტოში
იაპონიის პატარა, ისტორიული ქუჩები თვალს ახარებს. კიოტოში ის ბევრი არ არის, თუმცა თითოუელმა მათგანმა თავისი ავთენტური სტილი შეინარჩუნა.
13. ფუძიამას მთა
ეს იაპონიაში "ყველაზე დასახლებული" მთაა. მოსახლეობას სჯერა, რომ მთაზე დასახლდა ერთდროულად რამდენიმე სული, მწვერვალზე კი, ღრუბლებში ცხოვრობს ქალღმერთი, რომელიც ტაძარში, მთის მწვერვალზე, ვინც განთიადს ეგებება, ყველას წარმატებას ჩუქნის.
14. ფუკუროდას ჩანჩქერი
მიჩნეულია, რომ ამ ჩანჩქერით ტკობობა შესაძლებელია წელიწადის ყველა დროს. მაგალითად ზაფხულში ის ხმაურობს და ლივლივებს, ზამთარში კი სრულად იყინება.
15. ბაბმუკის ტყე "საგანო" კიოტოში
კიოტოში მდება ბამბუკის ტყე საგანო ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია.