ექსპეტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი უამრავ გადარჩენილ სისცოცხლეს ნიშნავს.
ჩიხლაძე არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობთ ამბობს, რომ ამ მომენტისათვის ვაქცინაციის წყალობით, 68 სიცოცხლე შენარჩუნდა
„დღეს დილის მონაცემებით აცრილი იყო 4924 პირი. ოფიციალური მონაცემით, კოვიდით სიკვდილიანობა საქართველოში შეადგენს 1.3-ს%. ანუ, ამ 4924 ადამიანს ბუნებრივად რომ შეყროდა კოვიდი, მათგან 68-ს დავკარგავდით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 68 სიცოცხლე შენარჩუნდა ვაქცინაციის წყალობით, ამ მომენტისთვის! თუ ავცრით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს (დაახლოებით 1 700 000), გადარჩება 22 000- ზე მეტი სიცოცხლე”, - ამბობს ჩიხლაძე.
დღეისათის საქართველოს მოქალაქეებს ორი ვაქცინიდან მათთვის სასურველით აცრის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო და იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 86 400 დოზა აპრილში უნდა ჩამოვიდეს.
პირველ ეტაპზე, გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა მედპერსონალის ნაკლები აქტივობის გამო, მთავრობამ წრე გააფართოვა და ახლა ვაქცინის საკუთარი დოზის მიღების შესაძლებლობა 65 წელზე ზევით მოქალაქეებსაც აქვთ.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარით განისაზღვრა.