უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებას ითვალისწინებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.
მედიის ცნობით, Rafale-ის თვითმფრინავების რაოდენობისა და მათი გადაცემის დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია. ამასთან, საფრანგეთის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთი გამანადგურებელი ქვეყნის სტრატეგიული მარაგებიდან გამოიყოს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა.