"სახალხო წარმომადგენლობითი კრების" საინიციატივო ჯგუფი გორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" საინიციატივო ჯგუფმა დღეს გააკეთა.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ბათიაშვილის მტკიცებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პროვოკაციას გეგმავენ, რომელიც მათ მხარდამჭერთა შეხვედრის ჩაშლას ისახავს მიზნად.
"ხელისუფლების მხრიდან პროცესის ხელის შეშლა ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - აღნიშნა ბათიაშვილმა.