მოძრაობა "სოცაფეთქებას" ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 21 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.
მათივე მტკიცებით, არ არის განსაზღვრული, რა უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები შეზღუდვების დამძიმების, შეცვლის, ან შერბილების დროს.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეზღუდვა გარკვეულ მოქალაქეებს სრულყოფილი მუშაობის უფლებას უზღუდავს.