დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის გარკვეული დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დასრულდა.
"ფაიზერის" გარკვეული დოზები იქნება 29 000. დასრულდა მოლაპარაკება "სინოფარმთან" მიმართებით, ანუ ჩინური ვაქცინის დოზების შემოტანასთან მიმართებით, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობა არის აცრილი. ასევე საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მანამდე კი, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.