ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე, აცხადებს საქართველოში გაძვირებულ ბენზინის ფასთან დაკავშირების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განმარტა, ამ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, რაც გარანტიაა იმისა, რომ ფასები ძალიან სწრაფად არ გაიზრდება.
„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს ამ ბაზარზე, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თურნავამ.