17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3205 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.47 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9620 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9660 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4433 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.6287 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 მარტიდან შევა ძალაში.