15 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3204 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9609 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9606 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4418 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.6250 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 მარტიდან შევა ძალაში.