დღეს, 17 ნოემბერს, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მეცხრე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას ქართული, რუსული, ევროკავშირის და გაეროს მხარეები, ასევე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ.
ქართულ დელეგაციას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით რაქვიაშვილი უხელმძღვანელებს.