გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიალოგს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.
„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. თუ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, პანდემიის სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალეტრნატივა, ასევე კომპრომისებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.