საქართველოში ვაქცინაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ბატონი ამირან გამყრელიძე - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, წესით და რიგით საქართველოში ვაქცინაზე და ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
"ყველაფერზე პასუხისმგებელი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც შეხედეთ რა ხდება, პირბადეებზე რეებს აკეთებენ, რაღაცა ტუალეტის ქაღალდზე აძლევენ ლუგარის ლაბორატორიის თანხმობას და ლუგარის ლაბორატორიას შეურაცხყოფას აყენებენ", - თქვა ფხაკაძემ და აღნიშნა, რომ როცა "შენ ქვეყანაში მართავ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შენ ჩააგდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნოემბერში, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და მთავარი ეპიდემიოლოგი უნდა გადადგეს სამსახურიდან".