პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივიდა.
როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური სუბიექტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე მოვედი კონკრეტულ ადამიანთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად და იმის დასაფიქსირებლად, რომ ნიკა მელიას პრობლემა არ არის ნიკა მელიას პრობლემა", - ამბობს გედევან ფოფხაძე.