სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი ხელმძღვანელობს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის სამინისტროებისა და უწყებების ის ოფიცილური წარმომადგენლები შედიან, რომლებიც რუსეთისა სეპარატისრული სამხრეთ ოსეთის ე. წ. სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაში მონაწილეობენ.
ოსური მხარე იუწყება, რომ რუსული დელეგაციეს ვიზიტი ე. წ. სამხრეთ ოსეთში სამდღიანია.
"ამ დროის განმავლობაში რუსული დელეგაციის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოს გაეცნობიან და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვაბელობასთან შეხვედრებს გამართავენ", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.