დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს. მსჯავრდებულის ძმა პარლამენტის შენობასთან კარვის დადგმასაც აპირებს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უკვე მეოთხე წელია დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს ციხის პირობებში იხდის.
ამ დროის განმავლობაში მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი მის გათავისუფლებას სთხოვდა ჯერ პატრიარქს შემდგ პრეზიდენტს, თუმცა უშედეგოდ. დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვეს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ისე გიორგი მარგველაშვილმა.
ხვალ 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომაც არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია იქნება თუ არა განხილვის თემა დეკანოზის საქმე.
შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.