წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ცხინვალში დაკავებული მოზარდების მშობლებს ბავშვების წერილები გადასცეს. ორგანიზაციის წევრებმა გატაცებულები დღეს ისევ მოინახულებს. ბავშვები წერენ, რომ კარგად არიან, თუმცა საჭმლისა და თბილი ტანსაცმლის შეგზავნას ითხოვენ.
წერილებში ბავშვები მხოლოდ ერთგან მიუთითებენ, რომ "არიან ისე, როგორც ციხის პირობებს შეეფერება". წერილები ბავშვების ხელითაა დაწერილი, თუმცა მშობლებამდე მხოლოდ ქსეროასლები მივიდა.
გატაცებულთა ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მოზარდებს წერილები ზეწოლის ქვეშ დააწერინეს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისში მცხოვრები 4 მოზარდი მარიონეტულმა რეჟიმმა 4 ნოემბერს დააკავა.