პურის მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო.
როგორც "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძიძე აცხადებს აღნიშნული მიზეზი არის ის, მწარმოებლები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
"11 თეთრით მოიმატა ელექტროენერგიის საფასურმა და სუბსიდიით პურის მწარმოებლებს დაახლოებით 5- თეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ამის შესახებ ბევრმა ვერ გაიგო, რომ განაცხადი იყო საჭირო სუბსიდიის მისაღებად. საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ამაში ვერ მოხვდა. მივმართე სემეკს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ამ საკითხშ ი დაგვეხმარონ, რადგან პორტალმა სულ 14 დღე იმუშავა. გამოსავალი ისაა, რომ ეს პორტალი გაიხსნას, ყველას გავაგებინოთ, რომ ჩაერთოს", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს.