ფოთში, საპატრულო პოლიციის შენობასთან შუახნის მამაკაცი მანქანაში მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი შვილთან და კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის უფროსის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.