დღეიდან, საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ავიაკომპანია FlyUIA-მა პირველი რეისი კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით უკვე შეასრულა. ავიაკომპანია SkyUp Airlines კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს, ხოლო ავიაკომპანია FlyUIA – ასევე 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს.
მგზავრთა გადაყვანა არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა.
იხილეთ თებერვლის ფრენის განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php